пятница, 7 июля 2017 г.

მეცხრე დღის რეფლექსია

დღევანდელი დღე განსაკუთებით საინტერესო იყო.ტრენინგის თითოეულმა მონაწილემ გავაკეთეთ საკუთარი პროექტის პრეზენტაცია.დავინახე საკუთარი პროექტის ძლიერი და სუსტი მხარეები,კოლეგების პრეზენტაციის გაცნობამ კი მომცა გამოცდილების გაზიარების საშუალება,რაც მომავალში დამეხმარება დახვეწილი და სრულყოფილი პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში.
  საბოოლოდ კი ,ინტელის ტრენინგი იყო მრავლისმომცემი.ასევე,გავიცანი ძალიან კარგი ადამიანები.უღრმესი მადლობა არაჩვეულებრივ ტრენერს,ლალი გიგაურს,და კოლეგებს საინტერესოდ გატარებული საათებისთვის.
გისურვებთ წარმატებებს!😍

среда, 28 июня 2017 г.

მერვე დღის რეფლექსია

დღევანდელი დღე ორი სიტყვით შეიძლება შევაჯამოთ:თავაუღებლად ვიმუშავეთ!
დავიწყეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასების რუბრიკების ადაპტირებით,შემდეგ, კიდევ ერთხელ,განვიხილეთ პროექტის გეგმის შაბლონის  სასწავლო პროცედურების ნაწილი,ვიმუშავეთ ფასილიტაციის ნიმუშებზე,მოვაწესრიგეთ პორტფოლიოები და,ამასთან ერთად,ყოველ საკითხზე მივიღეთ კონკრეტული უკუკავშირი ტრენერისგან.ბოლოს,ტრადიციულად,მივიღეთ საშინაო დავალებაც.😉

вторник, 27 июня 2017 г.

მეშვიდე დღის რეფლექსია

საშინაო დავალების განხილვის შემდეგ,კიდევ ერთხელ მივიღეთ ტრენერისაგან განმარტებები კომპიუტერული პროგრამების შესახებ:როგორ შევინახოთ სლაიდები გრაფიკულ გამოსახულებად(სურათებად),ვიმუშავეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასების რუბრიკების ადაპტირებაზე,დიფერენცირებული სწავლების ცხრილზე.მივიღეთ საშინაო დავალებაც. ტრენინგი დასასრულს უახლოვდება და სამუშაოც მეტია,ახალს ვსწავლობთ,ძველი წესრიგში მოგვყავს...

пятница, 23 июня 2017 г.

მეექვსე დღის რეფლექსია

დატვირთული და საინტერესო დღე იყო.ტრადიციულად,მიმოვიხილეთ საშინაო დავალება,მივიღეთ ტრენერისგან უკუკავშირი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომთან დაკავშირებით,რომელიც power point-ის პროგრამით შევქმენით.ვისწავლეთ პრეზენტაციის და პროექტის დამხმარე ვიდეოების ბლოგზე გამოქვეყნება,განვიხილეთ  ინტელის სახელმძღვანელოს მოსწავლის შეფასების რუბრიკა,რომელიც სრულყოფილია,ისევე,როგორც ტრენინგი მთლიანად.მივიღეთ საშინაო დავალება:მოვახდინოთ შეფასების რუბრიკის ადაპტირება მოსწავლის სავარაუდო ნაშრომთან.