среда, 28 июня 2017 г.

მერვე დღის რეფლექსია

დღევანდელი დღე ორი სიტყვით შეიძლება შევაჯამოთ:თავაუღებლად ვიმუშავეთ!
დავიწყეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასების რუბრიკების ადაპტირებით,შემდეგ, კიდევ ერთხელ,განვიხილეთ პროექტის გეგმის შაბლონის  სასწავლო პროცედურების ნაწილი,ვიმუშავეთ ფასილიტაციის ნიმუშებზე,მოვაწესრიგეთ პორტფოლიოები და,ამასთან ერთად,ყოველ საკითხზე მივიღეთ კონკრეტული უკუკავშირი ტრენერისგან.ბოლოს,ტრადიციულად,მივიღეთ საშინაო დავალებაც.😉

вторник, 27 июня 2017 г.

მეშვიდე დღის რეფლექსია

საშინაო დავალების განხილვის შემდეგ,კიდევ ერთხელ მივიღეთ ტრენერისაგან განმარტებები კომპიუტერული პროგრამების შესახებ:როგორ შევინახოთ სლაიდები გრაფიკულ გამოსახულებად(სურათებად),ვიმუშავეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასების რუბრიკების ადაპტირებაზე,დიფერენცირებული სწავლების ცხრილზე.მივიღეთ საშინაო დავალებაც. ტრენინგი დასასრულს უახლოვდება და სამუშაოც მეტია,ახალს ვსწავლობთ,ძველი წესრიგში მოგვყავს...

пятница, 23 июня 2017 г.

მეექვსე დღის რეფლექსია

დატვირთული და საინტერესო დღე იყო.ტრადიციულად,მიმოვიხილეთ საშინაო დავალება,მივიღეთ ტრენერისგან უკუკავშირი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომთან დაკავშირებით,რომელიც power point-ის პროგრამით შევქმენით.ვისწავლეთ პრეზენტაციის და პროექტის დამხმარე ვიდეოების ბლოგზე გამოქვეყნება,განვიხილეთ  ინტელის სახელმძღვანელოს მოსწავლის შეფასების რუბრიკა,რომელიც სრულყოფილია,ისევე,როგორც ტრენინგი მთლიანად.მივიღეთ საშინაო დავალება:მოვახდინოთ შეფასების რუბრიკის ადაპტირება მოსწავლის სავარაუდო ნაშრომთან.

суббота, 17 июня 2017 г.

მეხუთე დღის რეფლექსია

დასაწყისში გადავხედეთ შეფასების დროის ჩარჩოს,თუ რამდენად სწორად გვქონდა შერჩეული პროექტის მსვლელობის სხვადასხვა ეტაპზე შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები.ვისწავლეთ ჩვენს ბლოგებზე გვერდების დამატება და საკუთარი ბლოგის საიტად გადაქცევა,ბლოგზე ვიდეოების  და სურათების დამატება,განვიხილეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი,ასევე,როგორ დავიცვათ საავტორო უფლებები.ბოლოს, მივიღეთ დავალება.
  

вторник, 13 июня 2017 г.

მეოთხე დღის რეფლექსია

განსაკუთრებით  საინტერესო და ნაყოფიერი დღე იყო.გავეცანით ერთმანეთის საშინაო დავალებას ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი კითხვების შესახებ,მივიღეთ სათანადო უკუკავშირიც.განვიხილეთ შეფასების დროის ჩარჩო,გავეცანით შეფასების სხვადასხვა სტრატეგიებს და მათ ინსტრუმენტებს.ძალიან მომეწონა ეს მასალა, მართლა საჭირო,რომელიც საუკეთესოდ აქვს ჩამოყალიბებული ინტელს.პრაქტიკაში მას აუცილებლად გამოვიყენებ.ამის შემდეგ შევავსეთ შეფასების დროის ჩარჩო,ავტვირთეთ,ვისწავლეთ ატვირთული დოკუმენტის რედაქტირება.ბოლოს,რა თქმა უნდა,მივიღეთ საშინაო დავალებაც.

понедельник, 12 июня 2017 г.

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები

ზოგადი:
    1.რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანთა ურთიერთობაში გარკვეული ნორმების დაცვა?     


თემატური:
       
       1.რამდენად საჭიროა ჩვენს ცხოვრებაში ეტიკეტი?
       2.როგორ მოვიქცეთ სწორედ საზოგადოებაში?

     
    შინაარსობრივი:                                                                                                                                     1.რა არის ეტიკეტი?
    2.ეტიკეტის რომელი ფორმები იცით?
    3.რა ვიცით ეტიკეტის ისტორიის შესახებ?

четверг, 8 июня 2017 г.

მესამე დღის რეფლექსია

დღევანდელი დღე საშინაო დავალების განხილვით დავიწყეთ,პროექტი დავაკავშირეთ ეროვნულ სასწავლო გეგმასა და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებთან.ჩამოვაყალიბეთ პროექტის მიზნები,გავეცანით მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვების (ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი)არსს,რომლებიც დაგვეხმარება მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებაში.რა თქმა უნდა,მივიღეთ საშინაო დავალებაც.
  დიდი მადლობა ქალბატონ ლალის გულისხმიერებისა და ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხისათვის!

вторник, 6 июня 2017 г.

პროექტის მიზნები


       
       *მოიძიებენ  ინფორმაციას ბეჭდური და ინტერნეტწყაროებიდან ეტიკეტის                               ისტორიისა და თანამედროვე ტენდენციების  შესახებ.

       *შეადარებენ ერთმანეთს სხვადასხვა ეპოქის (შუა საუკუნეებისა და                                            თანამედროვე)საზოგადოებების დამახასიათებელ ნორმებს;

        *იმსჯელებენ თითოეული კულტურისათვის დამახასიათებელ თავისებურებებზე;

         *გააანალიზებენ დღევანდელი ეტიკეტის წესების კავშირს  წარსულთან;

         *გააცნობირებენ,იმსჯელებენ და შეაფასებენ რამდენად საჭიროა სწორი ქცევის                      ფორმების დაცვა საზოგადოებაში,რომლის ნაწილნიც თავად არიან.
       
         *გააკეთებენ პრეზენტაციას.
ისტ.VII.8. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა წესი, ნორმა, კანონი და ტრადიცია  განასხვაოს ამა თუ იმ ისტორიული ეპოქისადმი მათი კუთვნილების მიხედვით.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·       შეუძლია განასხვავოს სხვადასხვა ეპოქისა და კულტურისთვის დამახასიათებელი ეტიკეტი და ქცევის წესები;


ისტ.VIII.18.  მოსწავლეს შეუძლია საზოგადოების კულტურის საფუძვლების კვლევა.  

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • მისთვის ნაცნობი სოციალური გარემოს მაგალითზე (მაგ.: ოჯახი, სამეზობლო, კლასი, მეგობრები, დასახლება და ა.შ.) გამოყოფს ფაქტორებს (მაგ.: საერთო ზნეობრივი ღირებულებები, გარემოებები და ა.შ.), რომლებიც მათ ერთმანეთზე დამოკიდებულს ხდის;
  • გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებას კულტურულობის დამახასიათებელი ნიშნების შესახებ; ისმენს თანაკლასელების მოსაზრებებს და განხილვის შემდეგ მათთან ერთად  აყალიბებს კულტურული ადამიანისა და საზოგადოების პორტრეტს;

понедельник, 5 июня 2017 г.

21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები

კრიტიკული აზროვნება და პრობლემების გადაჭრა

     საღი მსჯელობა და აღქმა;
     ინფორმაციის კლასიფიკაცია, ანალიზი და სინთეზირება პრობლემების გადასაჭრელად და კითხვებზე პასუხების გასაცემად.
კომუნიკაცია და თანამშრომლობა
     იდეებისა და აზრის ნათლად და ეფექტურად გამოხატვა წერილობითი თუ სიტყვიერი ფორმით;
     სხვადასხვა ჯგუფთან ეფექტური მუშაობის უნარის დემონსტრირება; 
საინფორმაციო, მედია და ტექნოლოგიური უნარ-ჩვევები

სასიცოცხლო და კარიერული უნარ-ჩვევები
მოქნილობა და ადაპტაცია
      განსხვავებულ როლებსა და პასუხისმგებლობებთან ადაპტაცია;
ინიციატივა და დამოუკიდებელი მუშაობა
      უნარ-ჩვევების განსაზღვრული დონის და/ან სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული ჩარჩოს მიღმა სამუშაოს ჩატარება, ცოდნისა და კომპეტენტურობის ამაღლების მიზნით;
       სამუშაო დატვირთვის ეფექტური განკარგვა;

სოციალური და კულტურული უნარ-ჩვევები
      ადეკვატურად და პროდუქტიულად თანამშრომლობა;
      კულტურული განსხვავებების გათვალისწინება და სხვადასხვა პერსპექტივის გამოყენება შემოქმედებითობისა და მუშაობის ხარისხის ამაღლების მიზნით.
პროდუქტიულობა და ანგარიშვალდებულება
      მაღალი სტანდარტებისა და მიზნების განსაზღვრა და უზრუნველყოფა სამუშაოს ხარისხიანად და დროულად შესრულებისათვის;
ლიდერობა და პასუხიმგებლობა
      ინტერპერსონალური და პრობლემების გადაჭრის უნარ-ჩვევების გამოყენება ჩართული მხარეების მიერ მიზნების მისაღწევად;
      ერთიანობისა და ეთიკური ქცევის დემონსტრირება;

суббота, 3 июня 2017 г.

მეორე დღის რეფლექსია

დღე იყო ძალიან საინტერესო,ვისწავლეთ ბლოგის შექმნა,ვირტუალურ დისკზე მუშაობა,წარმოვადგინეთ პროექტის იდეები,მივიღეთ ტრენერისგან უკუკავშირი,რომელიც დაგვეხმარება პროექტის იდეების დახვეწაში.მინდა ავღნიშნო,რომ დრო ძალიან სწრაფად გავიდა.

საზოგადოება და დაუწერელი კანონები დროსა და სივრცეში

ყოველ ერს და საზოგადოებას საკუთარი ეტიკეტი და ქცევის ნორმები გააჩნია,რომლებიც  თითქოს დაუწერელი შეთანხმების ხასიათს ატარებენ იმის შესახებ,რა არის ადამიანთა ქცევებში საყოველთაოდ მიღებული და რა არა.შესაბამისად,ადამიანთა უმრავლესობა ცდილობდა და ახლაც ცდილობს,დაიცვას და გაითავისოს ისინი.პროექტიდან გამომდინარე,მოსწავლე მოიძიებს და გაეცნობა სხვადასხვა საზოგადოებასა და კულტურაში დამკვიდრებულ ეტიკეტისა და ქცევის ნორმებს,მოახდენს მათ შედარებას და დაკავშირებას ერთმანეთთან,იმსჯელებს და გაანალიზებს თითოეული კულტურისთვის დამახასიათებელ თავისებურებებზე და ეტიკეტის როლზე საზოგადოებაში.